ფსალმუნი 145
Featuring Adventist Media Georgiaადიდეთ უფალი! ადიდე, სულო ჩემო, უფალი! ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ! ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეებზე, რომელთაც არ შეუძლიათ შველა, როდესაც ამოუვათ სული, დაუბრუნდებიან მიწას; იმ დღესვე განქარდება მისი გეგმები. ნეტარ არს, ვისი შემწეცაა ღმერთი იაკობისა, ვინც უფალზე, მის ღმერთზე ამყარებს იმედს, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია; რომელიც იცავს ერთგულებას უკუნისამდე; იქმს სამართალს ჩაგრულთათვის, აძლევს პურს მშივრებს, უფალი ათავისუფლებს ტყვეებს. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი აღმართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი. უფალი იცავს ხიზნებს; ქვრივ-ობლებს ამხნევებს, ბოროტთა გზებს კი ანადგურებს. იმეფებს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონო, თაობიდან თაობამდე. ადიდეთ უფალი! __________________________ ⚫ Music: The power within by Whitesand: https://www.youtube.com/watch?v=cWlUBEIgBXg Music Promoted by Epic Music Waves - https://bit.ly/2Gmoz9e Support the artist: Youtube: https://bit.ly/2HgfRtu Facebook: https://bit.ly/2T55sni Twitter : https://goo.gl/otEqJC Instagram: @martynas_lau SoundCloud: / martynaslau ⚫
0 Comments
Add CommentAdd your comment
To add a comment you need to login or register.