ეკლესიის შესახებ

მეშვიდე დღის ქრისტიანი-ადვენტისტთა ეკლესია არის მსოფლიო ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ითვლის 19 მილიონ წევრს 237 ქვეყანაში.

ჩვენი მისია არის ვასწავლოთ ყველა ერს, მივაწოდოთ მათ მარადიული სახარება სამი ანგელოზის უწყებასთან დაკავშირებით (გამოცხ. 14:6-12), რაც დაეხმარება ადამიანებს, რომ მიიღონ იესო, როგორც მათი პირადი მხსნელი და შეუერთდნენ მის ეკლესიას, გაუჩნდეთ სურვილი ემსახურონ მას, როგორც უფალს და მოემზადონ მისი მალე დაბრუნებისთვის.