„ჯანმრთელობის სამყარო“ ბავშვებისთვის

Posted on 18 Jun 2023

1 ივნისს, თბილისში „დედაენის ბაღში“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბავშვებისთვის მოეწყო „ჯანმრთელობის სამყარო“. პროგრამა ითვალისწინებდა ჯანმრთელობის პრინციპების პროპაგანდას.

მიუხედავდ ძლიერი ზაფხულის წვიმისა, პროგრამა მაინც შედგა.

ბავშვები რეგისტრირდებოდნენ გუნდებად და შემდგომ მიდიოდნენ თითოეულ ბანერთან, სადაც იგებდნენ ჯანსაღი ცხოვრების პრინციპების შესახებ. ასევე თითოეულ ბანერთად უნდა გაევლოთ აქტივობები და დაეგროვებინათ სტიკერები. ბოლოს, ვისაც ექნებოდა 8 სტიკერი, იღებდა სამარიტელთა ქისის საჩუქარს გაკვეთილებთან ერთად, რომელიც უნდა გაიარონ ონლაინ. ასევე მოვიწვევთ მათ გამოსაშვებ საღამოზე, სადაც გადაეცემათ  სერთიფიკატი და საბავშვო ახალი აღთქმა.


მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ ღონისძიებაში. ისინი კმაყოფილნი იყვნენ და მადლობელნი ბავშვების ასეთი გახარებისა და საინტრესო ინფორმაციის მიწოდებისთვის.


მადლობა ღმერთს ასეთი შესაძლებლობისთვის.
ღმერთმა გვაკურთხოს.

საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
ბავშვთა და საინფორმაციო განყოფილება
მაია კისიევი